გამოხმაურებების არქივი

გვერდი 24 / 58

ძიება არქივში

ეს არის მომხმარებლების მიერ გაზიარებული პირადი გამოცდილება. გამოხმაურება არ წარმოადგენს მკურნალობის ინსტრუქციას და ვერ ცვლის ექიმის კონსულტაციას. ფოტომასალა იხსნება მხოლოდ თქვენი არჩევანით.

თიკო თურმანიძე

დღეს ვიყავი ჰემოსკანირებაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ 💜 წლების შემდეგ მივაგენი მიზეზს, მადლობა თქვენ ჩემგან! 💋

ეკატერინე ზედგინიძე

ბოლომდე არ მჯეროდა 10ლ თუ გავიკეთებდი ამ ყველაფერს და თქვენ წარმოიდგინეთ ყველაფერი 10ლ გამიკეთეს ყველანაირი მარკეტინგული ხრიკების გარეშე...

ასე რომ თავისუფლად წადით და გაიკეთეთ ჰემოსკანირება.. ძალიან სასიამოვნოთ და საინტერესოდ ჩაიარა ჩემმა ანალიზებმა, მართლა 15 წუთში 😊😍❤️️👍🏾

მარი კახაძე

მე გამოვიყენე მოლისანი და მართლა ძალიან კარგია. შედეგი აუცილებლად გექნებათ.

ანნა ანნა

იხმარებენ 1 თვე და არ მქონდა შედეგიო 😀 კარგით რაა, აგერ 6 თვე დაიწყო, გამოულევად მაქვს მე მოლისანი და შედეგსაც აღწევს.

თავისთავად კანზეცაა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა შეწყვიტოთ მოხმარება და შედეგს ნამდვილად მიაღწევს. სისულელეა იმის თქმა, რომ მოლისანი არ შველის, უბრალოდ დრო სჭირდებაააა. 1 თვეში არცერთი მალამო და არცერთი წამალი, ასევე ვერცერთი ექიმი ვერ გიშველით ვერავის, ეს არის სისულელეეე.... ❤️️

თამთა თოლორდავა

მე ძალიან კმაყოფილი ვარ, გამონაყარს და ლაქებს ძალიან კარგად აშორებს მოლისანი 😘

Евгения Зентек

Спасибо "Молисану", я тоже не верила, но чудеса наверное бывают! После стольких лет мучений, прошла боль в спине, до сих пор не верю!

მაიკო ლომსაძე

მოლისანს ინტესიურად ვუნიშნავ ჩემს პაციენტებს და კომპლექსურ თერაპიაში ნამდვილად შედეგიანია მე თავად ვღებულობდი მოლისანის ელიქსირს და ნამდვილად კმაყოფილი ვარ!

ნანული შამუგია

მოლისანი ძალიან კარგი წამალია. მადლობა ჩვენ ქართველ ექიმებს.

მარიამ თვაური (ილო მარიამი)

ძალიან მაგრები ხართ მოლისანი, ფეხზე წამოვდექი თქვენი წყალობით 👌👌💋❤️️

მარიამ მაკასარაშვილი

3 დღის შედეგი 😊😊😊 ძაან დიდი მადლობა ❣️❣️🌸🌸

ფოტოები და ვიდეოები (1)

მასალა შესაძლოა შეიცავდეს ჭრილობის ან დაზიანებული კანის ამსახველ ფოტოებს.

ნინა თურმანიძე (ნინა მარგო)

ჯანმრთელობის რაღაც სერიოზული პრობლემები არ მქონია, პროფილაქტიკის მიზნით დავლიე მოლისანი ელექსირი ერთი ბოთლი და სახის კანზე გადასარევად იმოქმედა, სულ პრიალა გამიხდა, წარმომიდგენია მოლისანთან ერთად რა შედეგს იძლევა.

ჩოფიკაშვილი ნათია (ციცინათელა ციცინათელა)

მე მაღალი ქოლესტერინი და საჩინო ვენის კარი მაქვს დაზიანებული, ვენების ღამის ტკივილები უკვე დაწყებული მქონდა.

მოლისანის დალევა რომ დავიწყე, სამი დღის შემდეგ ტკივილმა იმდენად მიკლო, რომ კარგად მეძინა. ეს უდიდესი შედეგია, რისვისაც დიდ მადლობას ვუხდი მოლისანს.

ელე გიორგაძე

მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, პირადად გამოვიყენე მოლისანის ელექსირი. ასევე ჩემი გოგონასთვის, მეჭეჭებს სამუდამოდ დავემშვიდობეთ.

ნონა ჯანელიძე

ძალიან კარგია მოლისანის საფენები, ფსორიოზს შველის, საკუთარი გამოცდიკებიდსნ ვიცი.

ნინა თურმანიძე (ნინა მარგო)

მოლისანი ელექსირი ძალიან კარგად მოქმედებს სახის კანზე, სულ გამეწმინდა, გამიპრიალდა რო ვიღებდი, კანის მდგომარეობა კი ჯანმრთელობასთან კავშირშია. აქედან გავაკეთე დასკვნა რო ორგანიზმს მართლა წმენდს და არეგულირებს ბევრ რამეს.

ხატია ლაშქარაშვილი

მე გავიკეთე ჰემოსკანირება, და ძალიან საინტერესოა..... ეს მეთოდი გაძლევს საშუალებას არ დაკარგო დრო და ფული უამრავ ანალიზებში სანამ მიაკვლევ ცუდათ ყოფნის მიზეზს.... ერთი ანალიზი და იცი რა გამოიკვლიო! მადლობა, ძალიან კმაყოფილი ვარ 🙌🙌🙌🙌

ლალი ყურხული

მოლისანი ელექსირის ერთი კურსი ჩავიტარე და მართლაც გასაოცარი შედეგი მომცა. დატანჯული ვარ დისბაქტერიოზით და პარალელურად ნაღვლის ბუშტის პრობლემაც მაქვს.

მოკლედ, შებერილობა და დისკომფორტი მომიხსნა და ზუსტად ახლა, ვაპირებ იგივე კურსის ჩატარებას ხვალიდან. მართლაც გირჩევდით გეცადათ. წარმატებები მოლისანის შემქმნელებს და მადლობა 😊 😊 😊

ციცი მალაციძე (ციცინო მალაციძე)

მე ვიყენებ ლოსიონს მოლისანისას, ლოყების არეში ვიწვალე და კანი გამიღიზიანდა, ლაქები გამიჩნდა, ლოსიონმა სულ გამიუფერულა და ლოყებსაც დაუბრუნა კანის ფერი.

მანანა მებონია-ახალაია

რამოდენიმე წლის წინ გამოვიყენე მოლისანი ოპერაციისშემდგომი არეული კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, გმადლობთ.

ხვიჩა ნათენაძე

ძალიან თბილი და ყურადღებიანი პერსონალია, მით უფრო ქალბატონი ხათუნა.

შეიძლება მეფიქრა თავისი პროდუქციის გასაღება უნდათთქო, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან ქალბატონმა ხათუნამ, სრულიად დადებითი დიაგნოზი დამისვა. მითხრა ჯამრთელი ხარ, წადი იხარე, დრო ატარე კენჭივით ხაროო. მადლობა მათ ყვლაფრისთვის.

ეკა ეკა

მოლისანის ელექსირით მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ჩემს პატარას აწუხებს ალერგიული რინიტი რის შედეგადაც უშუპდება ცხვირში ადენოიდი და ღამეები ხრიალებდა. მოლისანის შესხურება დავიწყეთ და მეხუთე დრიდან შვება იგრძნო ბავშმა. გაიხხარეთ ასეთი პრეპარატის შექმნისთვის. მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნებით ❤️️

ეკა ეკა (ეკა თოიძე)

მე მივიღე მოლისანის ანტიპარაზიტული წამალი რამაც ტკბილეულისადმი მოთხოვნილება გამიქრო. ჰემოსკანირებაც გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა მოლისანს და მის კოლექტივს, ძალიან კარგები ხართ.

სოფია სირაძე

მე გავიკეთე ჰემოსკანირება და გამომიშვეს ჯანმრთელი და ბედნიერი ♥️👌🤩

მარინა მაზანაშვილი

დიდი მადლობა რომ ხართ ასეთი ყურადღებიანი და პროფესიონალი გუნდი, განსაკუთრებით მადლობა ექიმს ქალბატონ ხათუნა მარუაშვილს დიდი ყურადღებისთვის რაც გამოიჩინა დედაჩემის ანალიზის ჩატარებისას!

ხათუნა ხათუნა (ხათუნა გოგიევი)

დღეს ვიყავი ჰემოსკანირებაზე და უზომოდ კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი მომსახურეობა და ზუსტი დიაგნოზი, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. მადლობა მოლისანს და ხათუნა ექიმს. 💖👍👍👍

ალმა ბერიძე

მოითხოვეთ 15 ₾ანი ჰემოსკანირება, მე ჩავიტარე, ჯერ დამალევინეს დეტოქსი და ცოცხალი წყალი და მერე 10 წუთში გამიკეთეს ანალიზი, თუ რამეა სისხლში რაც არ უნდა იყოს უფრო კარგად სჩანს დეტოქსის მიღების შემდეგ. ძალიან საინტერესოა.

ეკა ბერინაშვილი

მე ვიყავი ჰემოსკანირებაზე, გავიკეთე სისხლის ანალიზი, ჯანმრთელი ვყოფილვარ, გამიხარეს გული და წამოვედი, მადლობა.

ელისაბედ სამადაშვილი

ჰემოსკანირებაზე აგიხსნით უბრალო ენით, სარკეში რომ ჩაიხედავთ, ხომ ხედავთ სახეზე სულ პატარა წერტილსაც კი? ასევეა ეს მიკროსკოპიც, რომელმაც ჩვენამდე ახლა მოაღწია..

თითიდან აღებული ერთი წვეთი სისხლით დაინახავთ სად უნდა თქვენს ორგანიზმს შველა, რომელი ანალიზი გჭირდებათ დაწვრილებით, რაოდენობრივი მაჩვენებლით და მკურნალობა.

ამ ოფისს, ვინც შეიძინა ეს უნიკალური აპარატი, აქვს ბუნებრივი ბალახებით დამზადებული აღიარებული წამალი, მოლისანის მრავალი სახეობა, თუ ნუ რათქმაუნდა თქვენი სურვილის მიხედვით შეიძენთ, თუმცა თავზე არავინ არ გახვევთ, მაინდამაინც მის შეძენას. მე ჰემატოლოგი შვილი მყავს, რომელიც გერმანიაში მუშაობს ევროპაში, 1-ელ ნომრად აღიარებული ჰემატოლოგის კლლინიკაში, რომელიც თან მახლდა ამ კვლევაზე. მე შევიძინე მოლისანის დეტოქსი და გულწფრელად გეტყვით, წამლის რეკლამას არ ვაკეთებ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ნინო კახიძე

მოლისანში თვითონ ატარებენ სისხლის სკანირებას, ამ ანალიზით ჩანს სისხლის მდგომარეობა, ეკრანზე თვითონ უყურებს პაციენტი, მერე ნიშნავენ მკურნალობას და აქვთ თავისივე წამლები.

მე მყავდა შვილიშვილი, ჩავუტარე ერთი კურსი და ძალიან კმაყოფილი ვარ... ჩემს შვილს კი ეხლა "ნანო ოქრო" უნდა შევუძინო და დავალევინო. ქიმიის შემდეგ კარგად წმინდავს ორგანიზმს....

გვანცა ფიცხელაური

ჰემოსკანირებაზე ვიყავით და კმაყოფილი ვარ, ძალიან ყურადღებიანები ხართ და სასიამოვნო გარემო დამხვდა. (ჰემოსკანირება ჩემს 4 წლის შვილს გაუკეთდა) 😊

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი