მოგესალმებით! მოლისანის კლინიკა ჩემთვის აღმოჩენა იყო. 3 კურსი ჩავიტარე სხვადასხვა მიმართულებით. თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი, მეორე კურსზე აღარ მივიდოდი. ბევრი რამ მაწუხებდა: კოლიტი, მუცლის შებერილობა, სახსრების ტკივილი, უენერგიობა, ადვილად ვიღლებოდი. პირველად ლიკა ლაზარიაშვილმა მიმიღო, ჰემოსკანირება გავიკეთე. ყოველგვარ სიკეთესთან ერთად ბაქტერიები და სოკოც აღმომაჩნდა. დამინიშნა მოლისანი ელექსირი, ნანო ოქრო, მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა და კალცი ბენე.
კურსი რომ გავიმეორე, ჰემოსკანირებამ აჩვენა, რომ ბაქტერია ვერ დავამარცხე, თუმცა კუჭნაწლავი მომიწესრიგდა და მუცლის შებერილობასაც აღარ ვუჩიოდი. ამჯერად მოლისანი დეტოქსი დამინიშნა ლიკა ექიმმა, ნანო ოქრო და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა გამიმეორა. მესამედ რომ მივედი, ექიმი მამაკაცი იყო, ერთმანეთზე უკეთესები არიან დამიჯერეთ, ჰემოსკანირება მესამედაც გავიკეთე. როგორც ჩანდა, ბაქტერია და სოკო კიტრის მწნილივით მქონდა გამჯდარი. ზურა ექიმმა.
ისევ დამინიშნა მოლისანი დეტოქსი და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა და დამიმატა კლასიკური მოლისანი ფრჩხილებზე გარედან სახმარად..... არ დაიჯერებთ და ახალი ფრჩხილები წამომივიდა. როგორ არ ვიყო კმაყოფილი. კარგი ბევრი რამ იყო: არაჩვეულებრივი მიღება და დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, ორგანიზმში რა ცვლილებებია საკუთარი თვალით ხედვა, მცენარეული წამლები, თანაც საქართველოში დამზადებული და ბოლოს შედეგი, რაც ვნახე. არაერთი ადამიანი გამყვა. ყველანი კმაყოფილები არიან.
როცა მკურნალობას იწყებ, პირველ რიგში უნდა ენდობოდე, წამლებს რომ მოგცემენ, რწმენა უნდა გქონდეს, რომ გიშველის და ინსტრუქციებს ზედმიწევნით კარგად მიჰყვე. მე კურსის გამეორებას გაზაფხულზეც ვაპირებ. რასაც ვამბობ, 100% ვარ დარწმუნებული. იტალიისა და პორტუგალიისა რა გითხრათ, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ვარ და მინდა, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ. ამიტომ გავისარჯე ასე ძალიან, რომ ბევრი ადამიანი მიცნობს წლების მანძილზე და თუ ვინმეს პრობლემა აქვს და ჩემი რეკომენდაციით გამოჯანმრთელდება, ჩემთვისაც დიდი მადლი იქნება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა მოლისანის ექიმებს. მიყვარხართ და მეიმედებით.