ქართული ბრენდი. პროდუქტები და ადამიანების გამოცდილება.
მოლისანი ყოველდღიური ზრუნვისთვის
01
როგორ დაიწყო ისტორია
დავით თომაძის, მოლისანის დამფუძნებლის, მოგონებებიდან
2002 · მამის გადაწყვეტილება
იმ დროს ჯერ არც მოლისანი არსებობდა და არც რაიმე მზა საშუალება. არსებობდა მხოლოდ ერთი მიზეზი — ჩემი შვილი.
ჩემი ქალიშვილი დიდხანს და მძიმედ ავადმყოფობდა. ჩირქოვანი ტონზილიტი არაერთხელ უბრუნდებოდა და საბოლოოდ ტონზილექტომიის გაკეთება მოგვიწია.
იმ პერიოდში ხშირად ღამით ვიჯექი წიგნებთან, ვკითხულობდი, ვიწერდი, ვეძებდი და საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამდი: ნუთუ სხვა გზა არ არსებობდა?
მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი სხვა შვილები იგივე ტკივილს აღარ გაივლიდნენ.
ეს ჯერ არც ბიზნესი იყო, არც ბრენდი და არც პროდუქტის შექმნის გეგმა. ეს იყო უბრალოდ მამის გადაწყვეტილება — ეპოვა ჩირქოვანი ტონზილიტის წინააღმდეგ გამოსავალი.
ალბათ, სწორედ იმ ღამეებიდან დაიწყო ის გზა, რომელსაც წლების შემდეგ მოლისანი დაერქვა.
2002 წლის ისტორიის ილუსტრაცია. წარწერა: „იმ ღამეს პასუხი ჯერ არ მქონდა — მხოლოდ პირობა, რომ მას ვიპოვიდი“.
2004 · კითხვები, წიგნები და ჩანაწერები
მაშინ ჯერ არ ვიცოდი, სად მიმიყვანდა ეს გზა. იყო მხოლოდ უამრავი კითხვა, წიგნები, ჩანაწერები და დიდი სურვილი — მეპოვა პასუხი.
დღეს, ამ წლების შემდეგ, როცა ძველ რვეულებს ვფურცლავ, ვხვდები, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჩუმად იწყება.
არა დიდი განცხადებებით. არამედ ერთი პატარა იდეით, რომელსაც უბრალოდ არ ანებებ თავს.
ეს ისტორია ახლა იწყება...
2004 წლის ისტორიის ილუსტრაცია — წიგნები, ჩანაწერები და პასუხის ძიება.
2005 · პირველი ცდები
იმ დროს ამ საშუალებას ჯერ არც სახელი ჰქონდა. არ არსებობდა შეფუთვა, ეტიკეტი და არც იმის სრული დარწმუნება, რომ ყველაფერი გამოვიდოდა.
იყო მხოლოდ ძიება. ძიება იმ პრობლემის გადაწყვეტისა, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე ძალიან ახლოს და ძალიან პირადად შევხვდი.
ერთ მომენტში მარტივი რამ გავიაზრე: თუ მზა პასუხს ვერ პოულობ, თავად უნდა დაიწყო მისი ძებნა.
ასე დაიწყო წიგნებთან გატარებული გრძელი საათები, ჩანაწერები, შედარებები, ეჭვები და პირველი ცდები.
ყოველგვარი ხმამაღალი განცხადების გარეშე. ლამაზი შეფუთვისა და დიდი გეგმების გარეშე. უბრალოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ.
ის, რაც მოგვიანებით დიდი გზის ნაწილი გახდა, მაშინ მხოლოდ პირველი ცდა იყო — პირველი მცდელობა გამეგო, შეიძლებოდა თუ არა ნამდვილად სასარგებლო საშუალების შექმნა.
ხანდახან ყველაფერი დიდი სწორედ ასე იწყება — ძალიან მშვიდი და თითქმის შეუმჩნეველი პირველი ნაბიჯით.
2005 წლის ისტორიის ილუსტრაცია. წარწერა: „მას ჯერ სახელი არ ჰქონდა — ეს მხოლოდ პირველი ცდა იყო“.
2006 · ციური: დიაბეტური ტერფის ისტორია
ციური ჩემი მეზობელი იყო თბილისში: ის მესამე სართულზე ცხოვრობდა, მე კი — მეექვსეზე. 2006 წლის მაისში მან მოლისანის გამოყენების საკუთარი გამოცდილება დეტალურად აღწერა.
დიაბეტური ტერფის ამ ისტორიაში იგი აღწერდა ორივე ფეხის სოკოვან დაზიანებებს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში აწუხებდა. ბოლო ორი კვირა ტკივილის გამო სიარული უჭირდა. 25 მაისის მონათხრობში ციური გვიამბობდა ხსნარის გამოყენებასა და ყოველდღიურ ცვლილებებზე: უკვე მეორე დღეს სიარული შეძლო, მეხუთე დღეს კი ახალი ვარდისფერი კანის გაჩენა აღნიშნა. მონათხრობის ბოლოს იგი მადლობას მიხდიდა. ეს მონათხრობი ჩვენს არქივში 2006 წლის 21–25 მაისის ჩანაწერებთან ერთად ინახება.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ოჯახთან ერთად მეგობრებთან ვისვენებდით ნიგვზარაში, საჩხერესთან ახლოს. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. ხუთ ბავშვთან ერთად სახლს მოვწყდით; ყოველდღიურობას შფოთვა და გაურკვევლობა ახლდა.
ძლიერი სტრესის ფონზე ფეხზე ტროფიკული წყლული გამიჩნდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ქრონიკული ჭრილობებისა და კომპონენტების თვისებების შესწავლა დავიწყე და საკუთარი ჭრილობისთვის შემადგენლობის პირველ ვარიანტებს ვამზადებდი.
მზა გამოსავალი მაშინვე არ არსებობდა: ვცდიდი, ცვლილებებს ვაკვირდებოდი და შემადგენლობას ვაკორექტირებდი. თანდათან ჭრილობა იწმინდებოდა და იხურებოდა. საბოლოოდ წყლული სრულად შეხორცდა; მცირე პიგმენტური ლაქა დღემდე შემომრჩა.
მუშაობა გაგრძელდა: შემადგენლობა იხვეწებოდა, დაკვირვებები გროვდებოდა, სხვა ადამიანების ფოტოები და წერილებიც ჩნდებოდა. ასე განვითარდა მიმართულება, რომელსაც დღეს წარმოადგენს „მოლისანი ბეთლემი“.
2012 წლის გაზაფხულზე შევქმენი მოლისანის ლოსიონი — აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. სწორედ მაშინ იქცა მოლისანი ბრენდად. და ეს მოზარდებმა გააკეთეს.
იმ პერიოდში ყველაზე მეტი აღფრთოვანებით სავსე გამოხმაურება მივიღე.
გამოხმაურებები ჩვენი არქივიდან
აქ თავმოყრილია სხვადასხვა წლის შერჩეული გამოხმაურებები — ლოსიონზე, კანის მოვლასა და მოლისანზე. ავტორების სიტყვები შენარჩუნებულია; შეგიძლიათ ორიგინალი ეკრანის სურათიც გახსნათ.
ლელა კ.
სარკეში ჩახედვა აღარ მეშინია. სასწაულია! ჯერ სრული შედეგი არ მაქვს, მაგრამ რა შედარებააააა.
გამოხმაურების წაკითხვა
ორიგინალის ტექსტი
უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი. სარკეში ჩახედვა აღარ მეშინია. სასწაულია! ჯერ სრული შედეგი არ მაქვს, მაგრამ რა შედარებააააა. უღრმესი მადლობა!!! ლელა კ.
ხალხნო ჩემი პირადი მაგალითიდან გეუბნებით, არ ვაჭარბებ.
გამოხმაურების წაკითხვა
ორიგინალის ტექსტი
მეგობრებო არც მე მჯეროდა ამ წამლის მაგრამ მაინც გავრისკე და ვიყიდე, ერთი გავსინჯავ ასეთი რა წამალია თქო. მე მაწუხებდა აკნე და სახეზე გამონაყარი. ჩემი ოცნება იყო ლამაზი და სუფთა სახე მქონოდა. მეგობრებო მინდა გითხრათ რომ მოლისანმა ჩემი ოცნება ამისრულა. ყველას გირჩევთ მოლისანის გამოყენებას. ხალხნო ჩემი პირადი მაგალითიდან გეუბნებით, არ ვაჭარბებ. მადლობა იმათ ვისაც მოლისანი შექმნა.
მართლაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, 3 დღეში უკვე შედეგი აქვს. ყველაფერი ვცადე, აი ყველაფერი რაც არსებობს მგრძნობიარე კანის მოსავლელად, მაგრამ არაფერმა იმხელა შედეგი არ მომცა, რაც მოლისანმა 3 დღეში. უღრმესი მადლობა ამ სასწაულმოქმედი ელექსირისთვის.
მოლისანი არის უკვდავების წყალი, ჯადოსნური სითხე. მოლისანზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში, Made in Georgia - Molisani ყველას უნდა ედოს სარკესთან და გადაყაროს ყველანაირი ძვირადღირებული კოსმეტიკა, სახის საცხები და ა.შ. საუკეთესო შედეგი აქვს... მოლისანი უბრალოდ ალამაზებს!
მივმართავ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ მოლისანის გამომგონებელი დააჯილდოვონ ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენით!
ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანით, ორ დღეში უკვე შედეგი ჰქონდა კანზე. მართალია ძალიან არ მეყარა, მხოლოდ სიწითლეები მქონდა კანზე და სიმშრალე, მაგრამ 2 დღეში ესეც აღარ მაქვს 🙂 მოლისანი სუპერ !!! ❤️
ეკრანის სურათზე გამოხმაურების მხოლოდ ნაწილი ჩანს. გაგრძელება არ აღდგენილა.
მოლისანი არის საუკეთესო ❤️😍 რადგან ის არის ქართული, ნატურალური. მოლისანი ყველაზე საუკეთესო არის მთელ მსოფლიოში. ყველას პროდუქტს ჯობია ჩემი აზრით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის პროდუქციით ❤️❤️👍👍 ყველას მივმართავ რომ აირჩიონ მოლისანი რადგან ის ყველა...
გამოვიყენე მრავალი სახის მალამოები, რასაც თითქმის შედეგი არ ჰქონდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე მოლისანის გამოყენება.
გამოხმაურების წაკითხვა
ორიგინალის ტექსტი
ჩემი შვილი არის 12 წლის. გარდატეხის ასაკთან ერთად სახეზე გამოაყარა, რაც არასასიამოვნო იყო მისთვის. გამოვიყენე მრავალი სახის მალამოები, რასაც თითქმის შედეგი არ ჰქონდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე მოლისანის გამოყენება. ყოველ დილით ვუწმინდავდი მოლისანით, რამაც შედეგი ორ კვირაში მოიტანა. გოგონას გაუქრა სახეზე ჩირქოვანი გამონაყარი. მოლისანმა სახე გაუწმინდა, და დაუბრუნა პირვანდელი იერი.
თავიდან რომ გითხრათ უარესად გამომაყარა 😁 მაგრამ ნელ-ნელა, დრო რომ გავიდა სულ ამილაგა სახე
გამოხმაურების წაკითხვა
ორიგინალის ტექსტი
მე ვიხმარე მოლისანი აკნესთვის, თავიდან რომ გითხრათ უარესად გამომაყარა 😁 მაგრამ ნელ-ნელა, დრო რომ გავიდა სულ ამილაგა სახე, წარმოიდგინეთ ფორებიც კი შემივსო, მადლობელი ვარ.
მოლისანი ლოსიონი იდეალური საშუალებაა, 3 წლიანი ტანჯვის შემდეგ, 3 კვირაში ამილაგა აკნე.
გამოხმაურების წაკითხვა
ორიგინალის ტექსტი
ეს რეალობაა... მოლისანმა ამილაგა აკნე 🤩🤩👌 ასჯერ რომ შემხვდეს ასჯერვე დავწერ... მოლისანი ლოსიონი იდეალური საშუალებაა, 3 წლიანი ტანჯვის შემდეგ, 3 კვირაში ამილაგა აკნე. 💜🤩🎉
მოგვიანებით ციური საბერძნეთში წავიდა. 2006 წლის იმ დღეებიდან ოცი წლის შემდეგ ისევ შევხვდით. ეს ფოტო ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეხვედრა.
2006 წელს ქალბატონი ციური მოლისანის პირველი პაციენტი გახდა. მაშინ ერთად ვაკვირდებოდით ყოველ დღეს, ყოველ ცვლილებას, ყოველ პატარა წინსვლას — და მისი სიხარული, როცა ისევ შეძლო სიარული, დღემდე მახსოვს.
დღეს ციური დეიდა 85 წლისაა. ჩემს გვერდით დგას, იღიმის და იმ შორეულ დღეებს უკვე ტკივილით კი არა, სითბოთი იხსენებს.
ალბათ ცხოვრებაში სწორედ ასეთი წუთებია ყველაზე ძვირფასი — როცა წლების შემდეგ ხვდები ადამიანს, რომელსაც ოდესღაც მთელი გულით ცდილობდი დახმარებოდი, და ხედავ, რომ ის კარგად არის.
მადლობა, ციური დეიდა, იმ ნდობისთვის, რომელიც 20 წლის წინ გამომიცხადეთ.
ღმერთმა ჯანმრთელად, მხნედ და კიდევ მრავალი წელი ასე გაღიმებული გამყოფოთ.
დავით თომაძე და ციური — შეხვედრა ოცი წლის შემდეგ, 2026 წელი.
დამფუძნებელი
დამფუძნებელი და შემქმნელი
დავით თომაძის პირადი გამოცდილება კანისა და ჭრილობების მოვლის მიმართულების საწყის წერტილად იქცა. პირველ შემადგენლობებს საკუთარი ჭრილობისთვის ამზადებდა, შემდეგ კი მათი სრულყოფა და გამოყენების გამოცდილების შესწავლა გააგრძელა.
დავით თომაძე — მოლისანის დამფუძნებელი.02
ცხრა ეტაპი
მოლისანის გზა
2002
ქალიშვილის ავადმყოფობამ და ტონზილექტომიამ დავით თომაძე პასუხის ძიების გზაზე დააყენა. იმ დროს ჯერ არც მოლისანი არსებობდა და არც მზა საშუალება.
2004
კითხვები, წიგნები, ჩანაწერები და პასუხის ძიება — მუშაობა იდეაზე, რომელსაც დავით თომაძე არ ანებებდა თავს.
2005
პირველი ცდები: მომავალი საშუალება ჯერ სახელის, შეფუთვისა და ეტიკეტის გარეშე. შედარებები, ეჭვები და ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობა.
2006
ციურის ისტორია თბილისიდან: დიაბეტური ტერფი, კანის მტკივნეული დაზიანებები და სიარულის შესაძლებლობის დაბრუნება, რომლის შესახებაც მან 2006 წლის მაისში გვიამბო.
2008 წლის აგვისტო
საჩხერე, 08.08.2008 დაწყებული ომი, ძლიერი სტრესი და დავითის ფეხზე გაჩენილი ტროფიკული წყლული. ძიებამ და შემადგენლობის თანდათანობითმა კორექტირებამ კანისა და ჭრილობების მოვლის მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი.
2012
გაზაფხულზე შეიქმნა მოლისანის ლოსიონი — აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. მოზარდების წყალობით მოლისანი ბრენდად იქცა; ამ პერიოდში დავითმა ყველაზე მეტი აღფრთოვანებით სავსე გამოხმაურება მიიღო.
2017
პარაცელსის მედალი — 30.03.2017; ევროპის პრემია ბუნებრივ მედიცინაში — 31.03.2017; წმინდა პანტელეიმონის უმაღლესი ხარისხის ორდენი — 07.05.2017.
2026
ოცი წლის შემდეგ დავით თომაძე კვლავ შეხვდა ციურის. ამ შეხვედრის დროს ციური 85 წლისაა.
დღეს
წარმოების 20 წელი, პროდუქციის განვითარება და მუდმივი კავშირი ადამიანებთან, რომლებიც მოლისანს ირჩევენ.
03
აღიარება
ჯილდოები და აღიარება
პარაცელსის მედალიდავით თომაძის დიპლომი და მედალი ბუნებრივი მედიცინის სამეცნიერო კვლევებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.ევროპის პრემია ბუნებრივ მედიცინაშიდავით თომაძის დიპლომი ბუნებრივი მედიცინის სფეროში მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ჰანოვერი.წმინდა პანტელეიმონის უმაღლესი ხარისხის ორდენიდავით თომაძის დაჯილდოების ფურცელი და მოწმობა მოლისანის შექმნისთვის.04
როგორ განვითარდა მოლისანი
წლების განმავლობაში შევქმენით ხსნარების, მცენარეული ექსტრაქტებისა და კომპლექსური ფორმულების მთელი ხაზი. კანისა და ჭრილობების მოვლა მოლისანის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.
თითოეული პროდუქტის გვერდზე გაეცნობით მის დანიშნულებას, შემადგენლობასა და გამოყენების წესს.
მოლისანის პროდუქტები
მოლისანი — კანისა და ჭრილობების მოვლა
მოლისანი ბეთლემი ჩვენი ხსნარია კანისა და ჭრილობების გარეგანი მოვლისთვის.
მის საფუძველს წყალი, ნატრიუმის ქლორიდი და მცენარეული ეთერზეთები წარმოადგენს. სრული ინსტრუქცია პროდუქტის გვერდზეა მოცემული.
05
ყურადღება ადამიანისადმი
ყველაფერი თქვენი არჩევანისთვის
გაეცანით პროდუქტს, გაიგეთ სხვა ადამიანების გამოცდილება და დაგვისვით თქვენი კითხვა.
თითოეული პროდუქტის შესახებ
რისთვის გამოიყენება, რას შეიცავს და როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი.
პირადი გამოცდილება
მადლობის წერილები, ფოტოები და ისტორიები ადამიანებისგან, რომლებიც მოლისანს იყენებენ.
კავშირი ჩვენს გუნდთან
დახმარება პროდუქტის შერჩევაში, გამოყენებისა და შეკვეთის საკითხებში.
06
შრომისა და ნდობის წლები
უკვე 2006 წელს მოლისანის შესახებ დეტალურ გამოხმაურებებს ვიღებდით. ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქტები მრავალი ოჯახის ცხოვრების ნაწილი გახდა. მომხმარებელთა მადლობა და მათი ნდობა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენ ვაგრძელებთ პროდუქციის განვითარებას, მისი თვისებების შესწავლასა და ლაბორატორიული შედეგების გაზიარებას.
ადამიანზე ორიენტირებული მკაფიო მითითებები
მხოლოდ პროდუქტის დასახელება საკმარისი არ არის. ადამიანს უნდა ესმოდეს, რას წარმოადგენს პროდუქტი, როგორ უნდა გამოიყენოს იგი და როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს.
დააკვირდით ცვლილებებს, აღნიშნეთ შედეგი და დაგვისვით კითხვები. თქვენი გამოხმაურება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გამოყენების ყველა ეტაპზე თქვენ გვერდით ვართ.
07
მოლისანი დღეს
დღეს მოლისანი აერთიანებს კანისა და ჭრილობების მოვლის საშუალებებს, ხსნარებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და კომპლექსურ ფორმულებს.
დაგეხმარებით პროდუქტის შერჩევაში, მისი გამოყენების გარკვევასა და ჩვენი გუნდისგან პირდაპირი პასუხის მიღებაში.