კონფიდენციალურობა
ეს გვერდი აღწერს, როგორ მუშაობს molisani.ge-ის პროდუქტის კატალოგი და შეკვეთის ბმულები.
საიტის გამოყენება
კატალოგის ძიება, ფილტრები, შეფუთვის არჩევა და ფასის გამოთვლა ხდება თქვენს ბრაუზერში. ამ ვერსიას არ აქვს მომხმარებლის ანგარიში, ონლაინ გადახდა ან შეკვეთების შენახვის საკუთარი ბაზა. საიტის ჰოსტინგმა შეიძლება შეინახოს ტექნიკური წვდომის ჟურნალები.
კალათის შემადგენლობა ინახება თქვენს ბრაუზერში: პროდუქტი, შეფუთვა და რაოდენობა. სახელი, ტელეფონი და მისამართი ბრაუზერის საცავში არ ინახება. ფორმის მონაცემები მომზადებულ შეკვეთაში გადადის მხოლოდ WhatsApp-ში გაგრძელების ღილაკზე დაჭერისას.
კონტაქტი და შეკვეთა
WhatsApp-ის ბმულზე დაჭერისას იხსნება შესაბამისი სერვისი მომზადებული შეტყობინებით. შეტყობინებას თავად ამოწმებთ და აგზავნით. სახელი, ტელეფონი, მიწოდების მისამართი და შეკვეთის სხვა დეტალები გამოიყენება თქვენთან კომუნიკაციისა და შეკვეთის შესრულებისათვის.
გარე სერვისები
საიტი იყენებს Google Fonts-ს ქართული შრიფტების ჩასატვირთად. WhatsApp-ის, რუკის, სოციალური ქსელის ან სხვა გარე ბმულის გახსნის შემდეგ მოქმედებს შესაბამისი სერვისის პირობები. კლინიკური მომსახურება ხელმისაწვდომია ცალკე საიტებზე; სამედიცინო მონაცემების გაგზავნა ამ პროდუქტის კატალოგში არ არის გათვალისწინებული.
გამოხმაურებები
განთავსებულია უკვე გამოქვეყნებული გამოყენების გამოცდილება და თანდართული მასალები. თქვენი სახელით გამოქვეყნებული მასალის შესწორების ან წაშლის მოთხოვნით დაგვიკავშირდით.
დაგვიკავშირდით
თბილისი, ტაშკენტის ქ. 14.
+995 598 48 66 11
my@molisan.ge
საიტის დასწრების სტატისტიკა
საიტი ითვლის დღიურ ვიზიტორებსა და გვერდების ნახვებს საკუთარი სერვერის საშუალებით. ვიზიტორი ნიშნავს ცალკე ბრაუზერს და არა კონკრეტულ ადამიანს. შემთხვევითი molisani_daily cookie მოქმედებს მხოლოდ თბილისის დროით მიმდინარე დღის ბოლომდე; წინა დღეების იდენტიფიკატორები იშლება. ბოლო 30 დღის ჯამურ სტატისტიკაში ინახება გვერდების მისამართები პარამეტრების გარეშე და გარე გადასვლის დომენები.
საწყისი IP-მისამართები, ძიების ან შეკვეთის URL-ის პარამეტრები, ფორმების შინაარსი და საკონტაქტო მონაცემები სტატისტიკაში არ იწერება. ბოროტად გამოყენების შეზღუდვისთვის გამოიყენება მოკლევადიანი დაცული ტექნიკური გასაღებები. მესამე მხარის ანალიტიკურ სერვისებს მონაცემები არ ეგზავნება. ბრაუზერის Do Not Track და Global Privacy Control სიგნალების შემთხვევაში ვიზიტი არ ითვლება. სტატისტიკის დახურული პანელისთვის გამოიყენება ცალკე სესიის cookie.
