ექსტრაქტებინაწლავის ტონიკიფოტოს გადიდება +

ექსტრაქტები

ნაწლავის ტონიკი

ყაბზობისას ნაწლავის დაცლის მხარდასაჭერად.

სრული აღწერა

აირჩიეთ შეფუთვა

ჯამი45 ₾
კალათაში დამატება

შემდეგ შეამოწმებთ კალათას და შეავსებთ თქვენს მონაცემებს. WhatsApp-ში გადახვალთ მხოლოდ ფორმის შევსების შემდეგ. მიწოდების ფასი ჯამში არ შედის.

ხელმისაწვდომობა და მიწოდების პირობები დააზუსტეთ შეკვეთამდე.

ინფორმაცია პროდუქტზე

აღწერა

ნაწლავის მატონიზირებული საშუალება, სხვა მრავალი საფაღარათო საშუალებისგან განსხვავებით, მოქმედებს პრობლემის მიზეზზე და არა ერთჯერად შედეგზე. გამოიყენეთ მოლისანის ნაწლავის ტონიკი და მიიღეთ იდეალური ელიმინაცია მთელი ცხოვრების მანძლზე! დანიშნულება - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ბუასილი, გალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირიდან), დიზენტერია, თიაქარი, კოლიტი, ლორწოვანი კოლიტი, მენორაგია (ანომალურად ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს), მეტეორიზმი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პოლიპები, სპასტიური კოლიტი, შაკიკი, ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა), წყლულოვანი კოლიტი.

შემადგენლობა

ველური ხეჭრელის ქერქი (Rhamnus purshiana), კაიენური წიწაკა (Capsicum fastigiatum), ჯინჯერი (Zingiber officinale), კოწახურის ქერი (Berberis vulgaris), ლობელიას ფოთლები (Lobelia inflata), ჟოლოს ფოთლები (Rubus idaeus), რევანდის ფესვი (Rheum palmatum), დიდი კამა (Foeniculum vulgare).

შინაგანად მისაღებად გამოიყენება შემდეგი ნიშნების დროს
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ბუასილი
  • გალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირიდან)
  • დიზენტერია
  • თიაქარი
  • კოლიტი
  • ლორწოვანი კოლიტი
  • მენორაგია (ანომალურად ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს)
  • მეტეორიზმი
  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  • პოლიპები
  • სპასტიური კოლიტი
  • შაკიკი
  • ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა)
  • წყლულოვანი კოლიტი
მიღების წესი და უკუჩვენება

უკუჩვევები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

განსაკუთრებული მითითებები: ინიშნება სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია მკურნალექიმთან.

მიღების წესები: გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს ასაკით, სხეულის ზომით, ფიზიკური აგებულებით ორი ერთნაირი ადამიანი (და თვითონ ნაწლავიც, თითის ანაბეჭდების მსგავსად, განსხვავდება), შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობა იწყება ერთი ან ორი კაფსულის (ან 1-2 სუფრის კოვზი თუ კი ჩვენ ვღებულობთ ნაწლავის ტონიკს სითხის სახით) მიღებით სამჯერ დღეში, შემდგომ დოზირება რეგულირდება მდგომარეობის მიხედვით. თუ განავალი ხდება ზედმეტად თხევადი, მცირდება დოზა, თუ დეფეკაცია ისევ გაძნელებულია, განავალი მყარია და მისი განდევნა ბევრ დროს იკავებს, იზრდება დოზა, სანამ ნაწლავის მოქმედება არ გახდება რბილი და სწორად აგებული (ძალიან რთულ შემთხვევებში შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 40 კაფსულამდე, ისინი ერთგვარ საკვებს წარმოადგენს და უვნებელია).

მას შემდეგ, რაც მკვრივი ფეკალური მასები ადგილიდან დაიძვრება და ნაწლავების კედლებს მოშორდება (იგულისხმება გამკვრივებული ფეკალური მასების ქერქები, რომლებიც ინახებოდა ნაწლავში წლების განმავლობაში და ახლა ადგილიდან დაიძრა და შთანთქავს ნაწლავურ სითხეს) კაფსულების დოზა თანდათან იკლებს; მაგრამ ამ ეტაპზე არ უნდა შემცირდეს ნაწლავის ნაწლავის მატონიზირებელი საშუალების დოზა, რადგანაც ამ შემთხვევაში დაიკარგება მარგებელი იმპულსი და დაირღვევა განდევნის უწყვეტობა. შემთხვევათა უმრავლესობაში, არასწორმა დიეტამ გამოიწვია კუნთოვანი პერისტალტიკის პარალიზება, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად სრულად. ამიტომ, საშუალო სტატისტიკური ადამიანი საჭიროებს მატონიზირებელი საშუალების 6-9 თვის განმავლობაში მიღებას, იმისთვის, რომ სრულად მოიშოროს ფეკალური ნადებები, აღიდგინოს ნაწლავის სტრუქტურა, რათა პერისტალტიკა შესრულდეს დამოუკიდებლად.

ადამიანთა უმეტესობას მსხვილ ნაწლავში უგროვდება კილოგრამობით ძველი, გამშრალი ფეკალური მასები, რაც წამლავს კუჭ-ნაწლავს და ხელს უშლის საჭმლის ასიმილაციას. ამის გამო, ისინი ჭამენ ბევრად მეტს, ვიდრე საჭიროებს ორგანიზმი. ამ ავადმყოფურ მდგომარეობაში ისინი ცვეთენ ორგანიზმს, რადგან ცდილობენ მიიღონ საკმარისი კალორაჟის საკვები, თუმცა დანაყრებას ვერ გრძნობენ და გამუდმებით ჭამენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ნაწლავი გათავისუფლდება, საჭმელი ადვილად ასიმილირდება და ადამიანს შეუძლია იცხოვროს თავისი ჩვეული რაციონის დაახლოებით 1/3-ის მოხმარებით. ამავე დროს კი ჰქონდეს ოთხი-ხუთჯერ მეტი ენერგია, სიჯანსაღე და ცხოვრების ხალისი. სუფთა ორგანიზმს მსხვილ ნაწლავში არსებული უჯრედული სტრუქტურების მეშვეობით, თავისუფლად შეუძლია მარტივი საკვები ნივთიერებების შეწოვა. მანამდე ეს შეუძლებელია, რადგამ სასარგებლო ნივთიერებები ინჰიბირდება მყარი ფეკალური ნადებების მიერ და ორგანიზმიდან განიდევნება მანამდე, სანამ მოასწრებს მისთვის სარგებლის მოტანას. როდესაც თქვენი ორგანიზმი სრულად გაიწმინდება, ეს მცენარეები აღარ იქნება საჭირო - მაშინ თქვენი საჭმელი გახდება თქვენი წამალი, თქვენი წამალი კი გახდება თქვენი საჭმელი. ნაწლავების გაწმენდის შემდეგ, ულორწო დიეტის დაცვისას, პრეპარატი გამოიყენება საჭიროებისამებრ.

გამოხმაურებები

ყველა (2)

ეკა ქებურია

ექვსი თვის წინ დავიწყე ნაწლავის ტონიკის ხმარება. თავიდან ოთხ კაფსულას დღეში სამჯერ ვღებულობდი. თანდათან შევამცირე, ეხლა დღეში ორჯერ ორ-ორი კაფსულას ვღებულობთ. კმაყოფილი ვართ შედეგით.

გამოხმაურების ბმული

ეკა ქებურია

ჩემს შვილს ჰქონდა ყაბზობა წლების მანძილზე. ბევრი პრეპარატი მოვსინჯეთ, ისიც ხანგრძლივად. შედეგი არ გვქონდა.

ექვსი თვის წინ დავიწყეთ ნაწლავის ტონიკის დალევა. თავიდან ექვს კაფსულას დღეში სამჯერ ვსვამდით. ნელ-ნელა გადავედით ორ კაფსულას დღეში ორჯერ. შედეგი კარგია. მადლობა მოლისანს.

გამოხმაურების ბმული

გამოხმაურებები წარმოადგენს მომხმარებლების პირად გამოცდილებას და არ არის მკურნალობის ინსტრუქცია.

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი