საინფორმაციო მასალა
კანის მოვლა
სახის და სხეულის კანის სათუთი მოვლა.
მოლისანი ლოსიონი ჩაის ხის ზეთით ყოველდღიური მოხმარებისას, აღადგენს კანის ბუნებრივ სტრუქტურას და სინაზეს, აქრობს გამონაყარს (აკნე, მუწუკები, ოქროსფერი სტაფილოკოკი), ხსნის გაღიზიანებას (განსაკუთრებით გაპარსვის და დეპილაციის შემდეგ), აუფერულებს ჭორფლს, შავ წერტილებს და ლაქებს (მზის და აკნესგან დარჩენილი ლაქები, ალერგიული, პიგმენტური, ვიტილიგო, ფსორიაზის, ხანდაზმულობის), ეფექტურია პაპილომა ვირუსის დროს.
დღისა და ღამის ჩვეულებრივი დაბანვის შემდეგ სასარგებლოა სახის, კისრის, მკერდის და ხელების მოლისანში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმენდა, რათა გასუფთავდეს იგი ატმოსფერული დაბინძურებისაგან, ცხიმისაგან და მკვდარი უჯრედებისაგან. მიეცით მას აორთქლების საშუალება, რათა კანი გახდეს ელასტიური და მკვრივი.
მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.
დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).
გამოიყენეთ მოლისანი და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.
აკნეს და კანის სხვა პრობლემების მკურნალობა.
აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, შავი წერტილები, პიგმენტური და ასაკობრივი ლაქები, ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული მდგომარეობები.
გამონაყარის განვითარება დაკავშირებულია ბაქტერიის: -Cutibacterium acnes-ის ჭარბ ზრდასთან, რომელებიც ცხოვრობენ სახის ფოლიკულებსია და ფორების სიღრმეში. C. acnes ძირითადად იკვებება ფოლიკულებში ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ცხიმოვანი მჟავებით და ცხიმით. ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ცხიმის გამომუშავებას, როგორიცაა სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ან ფორების და ფოლიკულის ჩაკეტვამ, შეიძლება გამოიწვიოს C. acnes ბაქტერიების გამრავლება და ჭარბი ზრდა.
ჩაის ხის ზეთს ახასიათებს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ტერპენის ნაერთების წყალობით. ანტიმიკრობული მოქმედება და უნარი, შეაღწიოს კანის სიღრმეში, კანის ფორებსა და ფოლიკულებში, ხდის ჩაის ხის ზეთს განსაკუთრებით სასარგებლოს აკნეს დროს. ჩაის ხის ზეთის ტერპენები კლავენ C. acnes ბაქტერიას და ეხმარებიან კანის გაჯანსაღებას, ამშვიდებენ ანთებით პროცესს და გაღიზიანებულ კანს.
ყოველდღე, დღეში 5-6 ჯერ ან მეტჯერ დაამუშავეთ კანი მოლისანი ლოსიონში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით, კანის გაშრობის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. მეტი ეფექტურობისთვის 15-20 წუთი გაიჩერეთ 42°-მდე შემთბარი მოლისანის საფენი (მოლისანი ჩაასხით ფინჯანში და ჩადგით ცხელ წყალში. მოამზადეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა, შემთბარი მოლისანი არ ინახება). ჩამობანვას მოლისანი არ საჭიროებს. კვებიდან 1 საათში ან კვებამდე 20 - 30 წუთით ადრე, 2-3 ჯერ დღეში შინაგანად მიიღება 1-3 კაფსულა (წონისა და ჩივილების მიხედვით) მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა, ძირითადი კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. მეორე თვიდან მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა მიიღება 2-3 დღეში ერთხელ, ერთჯერადად მიიღება 1 დღის დოზა, მესამე თვეს 5-7 დღეში ერთხელ, ერთჯერადად მიიღება 1 დღის დოზა.
ინტენსიური მკურნალობის დროს შინაგანად აგრეთვე მიიღება მოლისანი ელექსირი (ბავშვებში) (ან შედარებით უფრო ძლიერი მოლისანი დეტოქსი, მოზრდილებში) და დიდი რაოდენობით ცოცხალი წყალი ან გაფილტრული ონკანის წყალი. მოლისანი ელექსირი (ან მოლისანი დეტოქსი) გამოდევნის ორგანიზმიდან მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს. ათავისუფლებს სისხლს, ღვიძლს და მთელს ორგანიზმს არსებული პათოგენური მიკროორგანიზმებისგან და მათი ტოქსინებისგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების გამრავლებას, მოქმედებს უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსზე. მოლისანი ელექსირი (ან მოლისანი დეტოქსი) აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთიერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას ბუნებრივი გზით. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, შუადღეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და საღამოს ძილის წინ.
დილით უზმოზე მოლისანი ელექსირის (ან დეტოქსის) მიღების შემდეგ დალიეთ 2-3 ჭიქა 50-60° გრადუსამდე შემთბარი ცოცხალი წყალი, დალიეთ ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით. დღის განმავლობაში კი ცოცხალი წყალი მიიღება მინიმუმ 2 ლიტრი, ოთახის ტემპერატურის.
👉 გაითვალისწინეთ რომ, მოლისანი ელექსირის (ან დეტოქსის) და ცოცხალი წყალის მიღება თავს აგვაცილებს გამონაყარის გაუარესებას, რაც აღინიშნება (და ეს მოლისანის ბუნებრივი ეფექტია) მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედების გამო წიდები და შხამები ვერ ტოვებენ ორგანიზმს ბუნებრივი გზით და გროვდებიან კანქვეშ.
სტაფილოკოკური ინფექციის შემთხვევაში, მოლისანის ინტენსიური გამოყენებისას, შინაგანად საჭიროა დღეში ორჯერ, დილით უზმოზე, (ჭამამდე 30 წუთით ადრე) და უშუალოდ ძილის წინ, 5 მლ. ბუნებრივი ანტიბიოტიკის ვერცხლის ნანო კოლოიდის მიღება. ოპტიმალური შეწოვისათვის ვერცხლის ნანო კოლოიდი დააყოვნეთ 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. ცოცხალი წყალი.
პაპილომა ვირუსის დროს მოლისანი ლოსიონი გამოიყენება საფენების სახით, საფენი გაჯღენთილი მოლისანით მაგრდება პაპილომაზე პლასტირით რამოდენიმე დღით (პერიოდულად ასველბთ, რომ არ გაშრეს), სანამ პაპილომა არ მოხმება. პატარა (ერთ მილიმეტრამდე) პაპილომების მოსაშორებლად საკმარისია კანის დამუშავება (მოლისანი ლოსიონის შეშხურებით ან ბამბით წასმით) დღეში 5-6 ჯერ.
ალერგია, ნეიროდერმიტი, ინფექციური დერმატიტი, ჯინჭრის ციება, დიათეზი.
მზის ალერგია, მზით დამწვრობა, გარუჯვა.
მწერის ნაკბენი.
როზაცეა.
სოკო, ფსორიაზი, ეგზემა.
