საინფორმაციო მასალა
ართრიტი, მადეფორმირებელი ართროზი, ოსტეოქონდროზი, სახსრები, ტკივილი ხელ-ფეხის სახსრებში (მარილების ჩალაგება)
ართრიტი, მადეფორმირებელი ართროზი
უპირველეს ყოვლისა უნდა მოერიდოთ სახსრების დაძაბვას. მტკივნეულ ადგილებში ყოველ 3-4 საათში უნდა დაედოს თბილი (40-45 გრადუსი) მოლისანი ბეთლემის საფენი, 25 წუთის განმავლობაში. თუ არ არის უსიამოვნო შეგრძნებები, საფენი უნდა დაყოვნდეს 45წ-დან 1 საათამდე. საფენის მოხსნის შემდეგ სახსარი უნდა დაასვენოთ 1 საათი. პროფილაკტიკის მიზნით, ასეთი პროცედურები უნდა განმეორდეს წელიწადში 2-3 ჯერ, რათა არ დაელოდოთ შემდგომ გამწვავებებს. 2-3 დღის შემდეგ ტკივილები შეიძლება გამწვავდეს, სახსრები შეშუპდეს. შემდგომ ტკივილი უკან იხევს, სახსრებში აღენიშნება სიმსუბუქე. მკურნალობის ხანგრძლივობა 3-4 კვირა.
ოსტეოქონდროზი
მტკივნეულ არეზე გაიკეთეთ მოლისანი ბეთლემის საფენი. მკურნალობის კურსი 10 დღე. სასარგებლოა ხერხემლის მასაჟი. გამოხმაურება, შენიშვნები: ტკივილი მცირდება. მოერიდეთ გაცივებას, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, არ აწიოთ მძიმე.
სახსრები, ტკივილი ხელ-ფეხის სახსრებში (მარილების ჩალაგება)
დაავადებული ადგილები უნდა
დაასველოდ თბილი მოლისანი ბეთლემით და შეიზილოდ კანში. ღამით საჭიროა თბილი მოლისანის საფენის
დადება. მკურნალობის ეფექტურობა მატულობს რეგულარული ვარჯიშით, მაგ. მტკივნეული სახსრების
ბრუნვითი მოძრაობით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტ ხანსაც. ჩვეულებრისამებრ ტკივილი
კლებულობს, ამასთანავე კლებულობს სისხლის წნევა, უმჯობესდება ძილი, მშვიდდება ნერვები.
როგორ შევათბოთ მოლისანი, რას ნიშნავს საფენი, საფენი და ა.შ. წაიკითხეთ აქ: ზოგადი
რეკომენდაციები მოლისანის გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ
