საინფორმაციო მასალა

ვირუსი, ანგინა, ხველა, გრიპი, სურდო, ადენოიდები, ყურის ტკივილი.

ანგინა, მწვავე ქრონიკული ტონზილიტი

სამი დღის განმავლობაში დღეში 5-6 ჯერ ჭამამდე და აუცილებლად ჭამის შემდეგ, ყელი უნდა გამოვივლოთ თბილი მოლისანით. სასარგებლოა ასევე მოლისანით ცხვირ ხახის გამოვლება, ამისათვის მოლისანი უნდა დაისხათ ხელის გულზე, და შეისრუტოთ ცხვირით. ხსნარის ტემპერატურა უნდა იყოს 37° - 40°. თუ ცხვირის გამოვლებისას მისი ლორწოვანი დაგეშუშხათ შეიძლება მოლისანის ოდნავ განზავება ცხელი ანადუღარი წყლით.

ყოველი გამორეცხვის, 25-30 წუთის შემდეგ, დალიეთ 100 - 200 მლ. სუფთა კარგი ხარისხის წყალი, ან ცოცხალი წყალი. გარდა ამისა ნუშისებური ჯირკვლები უნდა ჩაირეცხოს თბილი მოლისანით. ჩარეცხვა მოსახერხებელია სამედიცინო შპრიცით ნემსის გარეშე. გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

დაავადების პირველი დღიდანვე, დღეში 3-5 ჯერ, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი შინაგანად მიიღება 1 ჩაის კოვზი ვერცხლის ნანო კოლოიდი. გაიჩერეთ 5 მლ. ნანო ვერცხლი ენის ქვეშ, 10 წუთით, სანამ პირი ნერწვყვით სრულად არ გაივსება, მერე გადაყლაპეთ და დააყოლეთ 100-200 გრ. ცოცხალი წყალი.

პირველივე დღეს უნდა დაიწიოს ტემპერატურამ, სავარაუდოთ დაავადება გადის 2-3 დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში მომდევნო დღეს.

გრიპი, მწვავე ვირუსული ინფექცია

პირველ დღეს რეკომენდირებულია უჭმელობა (ორგანიზმმა არ უნდა დახარჯოს ენერგია საკვების გადასამუშავებლად, არამედ უნდა მიმართოს იგი ვირუსებთან საბრძოლველად). პერიოდულად დღეში 6-8 ჯერ უნდა გამოივლოთ ცხვირი, პირი, ყელი თბილი მოლისანით. ხველის დროს მოსვით შემთბარი მოლისანის პატარა ყლუპი.

გრიპი გადის 1-2 დღეში, მსუბუქდება მისი გამოხმაურებაც.

ხველა
ხველის და სურდოს დროს საკმაოდ ეფექტურია მოლისანით ინჰალაციის გაკეთება (ნებულაიზერის გამოყენება). მაგრამ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ გამომშრალი ლორწოს დატენიანების დროს შეიძლება გამოვიწვიოთ მისი გაფუება. რისკი მით უფრო დიდია, რაც ბავშვი პატარაა. ინჰალაციის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია სასუნთქი გზების უკმარისობის (მესამე ხარისხის), ცხვირიდან სისხლდენის და სისხლდენისადმი მიდრეკილების, გულის არითმიისა და გულის უკმარისობის დროს. ასევე მაშინ, როდესაც პაციენტს 37,5 გრადუსზე მაღალი სიცხე აქვს.

მოზრდილებში ნებულაიზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი რესპირატორული ინფექციების: რინიტების, ტონზილიტების, ფარინგიტების, ₾ნგიტების დროს. ინჰალატორი ეფექტურია ცრუ კრუპის დროსაც.

სურდო
2-3 -ჯერ მოლისანით გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ თანდათანობით შესრუტვით. ბავშვებში მოლისანის ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად აწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. მერე შეგიძლიათ, 2-საათიანი შუალედებით. ხსნარის ჩაწვეთების დროს ბავშვს თავი მაღლა არ უნდა ააწევინოთ - წვეთები ორგანიზმში კი არ უნდა შეიწოვოს და საყლაპავ მილში გადავიდეს, არამედ მხოლოდ ცხვირის ნესტოს გამასუფთავებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს და ლორწოსთან ერთად გამოვიდეს გარეთ.

ყურის ტკივილი
ყურის ტკივილის შემთხვევაში ყური ფრთხილად გამოიბანეთ თბილი მოლისანით, ბამბით ამოიშრეთ სითხის ნარჩენები. დაიდეთ თბილი მოლისანით გაჟღენთილი ტილო და დაითპუნეთ. გამონადენი და ჩირქი მოიწმინდეთ მოლისანში დასველებული ბამბით. გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ერიდეთ გაცივებას, არ მოიხოცოთ ცხვირი, უმკურნალეთ სურდოს.

როგორ შევათბოთ მოლისანი? გამოსავლები მოლისანი უნდა იყოს საკმაოდ ცხელი 37° - 40°. მოლისანის გაცხელება შეიძლება მისი ჩასხმით ფინჯანში და მისი მოთავსებით ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ, რომ გაცხელბული მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის აუცილებელი რაოდენობა.

პროდუქტების კატალოგი ექიმის კონსულტაცია

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი