საინფორმაციო მასალა

კანის მოვლა

სახის და სხეულის კანის მკურნალობა

მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ხშირ გამოყენებას, დღეში 5-6 ჯერ, ან მეტი კანი მუშავდება მოლისანში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით, კანის გაშრობის შემდეგ პროცედურა მეორდება. მეტი ეფექტურობისთვის 15-20წ. გაიკეთეთ 42°-მდე შემთბარი მოლისანის კომპრესები (მოლისანი ჩაასხით ფინჯანში და ჩადგით ცხელ წყალში. მოამზადეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა, შემთბარი მოლისანი არ ინახება). ჩამობანვას მოლისანი არ საჭიროებს.

მკურნალობის დროს სასურველია მოლისანი პირველის მიღება შინაგანადაც, ის გამოდევნის ორგანიზმიდან მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს. ათავისუფლებს სისხლს, ღვიძლს და მთელ ორგანიზმს არსებულ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან და მათი ტოქსინებიდან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას, მოქმედებს უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე. მოლისანი პირველი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას ბუნებრივი გზით. მოლისანი პირველი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, შუადღეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და საღამოს ძილის წინ.

შინაგანად აგრეთვე მიიღება მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა, კვებიდან 1სთ-ში ან კვებამდე 20წთ ადრე. ძალზე მნიშვნელოვანი რომ კაფსულებს მიაყოლოთ 1-2ჭ ცოცხალი წყალი ან გაფილტრული სასმელი წყალი.
✔ პირველი თვე მიიღება 2 კაფსულა 2-3ჯერ დღეში წონისა და ჩივილების მიხედვით.
✔ მეორე თვეს მიიღება 2-3 დღეში ერთხელ 4-6 კაფსულა ძილის წინ.
✔ მესამე თვიდან 5-7 დღეში ერთხელ 4-6 კაფსულა ესეც ძილის წინ.

დილით უზმოზე მოლისანი პირველის მიღების შემდეგ დალიეთ 2-3 ჭიქა 50-60° გრადუსამდე შემთბარი ცოცხალი წყალი ან გაფილტრული სასმელი წყალი, დალიეთ ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით. დღის განმავლობაში კი ცოცხალი წყალი (ან გაფილტრული სასმელი წყალი) მიიღება მინიმუმ 2 ლიტრი, ოთახის ტემპერატურის.

👉 გაითვალისწინეთ რომ, მოლისანი პირველის და ცოცხალი წყალის (ან გაფილტრული სასმელი წყალის) მიღება თავს აგვარიდებს გამონაყარის გაუარესებას, რაც აღინიშნება (და ეს მოლისანის ბუნებრივი ეფექტია) მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედების გამო წიდები და შხამები ვერ ტოვებენ ორგანიზმს ბუნებრივი გზით და გროვდებიან კანქვეშ.

სტაფილოკოკური ინფექციის შემთხვევაში შინაგანად დამატებით საჭიროა დღეში ორჯერ, დილით უზმოზე, (ჭამამდე 30 წუთით ადრე) და უშუალოდ ძილის წინ, 5 მლ. ბუნებრივი ანტიბიოტიკის ვერცხლის ნანო კოლოიდის მიღება. ოპტიმალური შეწოვისათვის ვერცხლის ნანო კოლოიდი დააყოვნეთ 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. ცოცხალი წყალი (ან გაფილტრული სასმელი წყალი).

პაპილომა ვირუსის დროს მოლისანი პირველი გამოიყენება საფენების სახით, საფენი გაჯღენთილი მოლისანით მაგრდება პაპილომაზე პლასტირით რამოდენიმე დღით (პერიოდულად ასველბთ, რომ არ გაშრეს), სანამ პაპილომა არ მოხმება. პატარა (ერთ მილიმეტრამდე) პაპილომები კი თავად ქრებიან მოლისანი პირველით კანის დამუშავებისას და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულის მოღებისას.

კანის სათუთი მოვლა

პრობლემის მოგვარების შემდეგ გააგრძელეთ მოლისანი პირველის გამოყენება. დღისა და ღამის ჩვეულებრივი დაბანვის შემდეგ სასარგებლოა სახის, კისრის, მკერდის და ხელების მოლისანში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმენდა, რათა გასუფთავდეს იგი ატმოსფერული დაბინძურებისაგან, ცხიმისაგან და მკვდარი უჯრედებისაგან. მიეცით მას აორთქლების საშუალება, რათა კანი გახდეს ელასტიური და მკვრივი.

მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.

დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).

საფენის დერმატიტი - გამოყელვა გამოყელვა-პატარებში ძალიან გავრცელებული მოვლენა, ასევე ცნობილი, როგორც საფენის დერმატიტი. ესაა ანთების უბნები, უპირატესად კანის ნაკეცებსა და მისი ტანსაცმელთან ან საფენთან ხახუნის ადგილებში. სიწითლის, გაღიზიანებისა და გამონაყრის შემთხვევაში რამოდენიმეჯერ დაამუშავეთ კანი მოლისანი პირველით, ამ პროცედურის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში გაღიზიანება გარება და კანი იღებს ბუნებრივ იერს.

გამოიყენეთ მოლისანი პირველი და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.

პროდუქტების კატალოგი ექიმის კონსულტაცია

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი