საინფორმაციო მასალა

ალერგია

დიათეზი

ყოველგვარი გამონაყარი და შეშუპება გაისუფთავეთ მოლისანით და მიეცით საშუალება, რომ შეშრეს. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ დღეში.

გადახედეთ მენიუს და გამორიცხეთ დიათეზის გამომწვევი პროდუქტები. მიიღეთ ნაკლები რძე და კარაქი და მეტი ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი. თავი შეიკავეთ ქიმიური წამლების მიღებისგან.

როგორც წესი, დიათეზი გაივლის 2-3 დღეში. სასურველია შემოწმდეს, იწვევს თუ არა დიათეზს ოთახის ყვავილები, შინაური ცხოველები.

გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ცოცხალი წყალის მიღება.

ფსორიაზი კანზე

მკურნალობამდე საჭიროა კარგად დაიბანოთ საპნით დაზიანებული ადგილები და დაიორთქლოს მაქსიმალურად მოსათმენი ტემპერატურით, სასურველია რომ გაკეთდეს ცხელი კომპრესები, რათა ქერცლი და დაზიანებული კერა დარბილდეს, ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილს გაუკეთდეს საფენი თბილი (38° - 40°) მოლისანით 20-40 წუთით. (როგორ გავიკეთოთ საფენი? დააწკაპუნეთ აქ!)

პროცედურები უნდა განმეორდეს 3-4-ჯერ დღეში. დაავადება ძნელად განკურნებადია, ამიტომ ავადმყოფს მოეხოვება ნებისყოფა და მოთმინება. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია მოლისანის ყოველდღიურად გამოყენება.

შინაგანად მიიღება მოლისანი დეტოქსი და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა.

მოლისანი დეტოქსი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს.

მოლისანი დეტოქსი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ალერგიული რინიტების, ბრონქული ასთმის, ალერგიული დერმატიტების დროს მოლისანი მოქმედებს როგორც ანტიალერგენი.

ფსორიაზი თავზე

საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში უნდა შეიზილოთ მოლისანი. მოლისანი შეზელვა აჯანსაღებს და აღადგენს დაზიანებულ კანს.
რეკომენდირებულია შეზელვის ასეთი მეთოდი: თავის ერთ მხარეს სავარცხლით გადავწიოთ თმები და მოლისანით დასველებული ბამბით კარგად გადავწმინდოთ თავის კანი, და ასე თანმიმდევრულად, სანამ არ დავამუშავებთ თავის მთელ კანს.
მერე მთელ თავზე გადაეფარება პოლიეთილენი ან პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. მოლისანის ტემპერატურა 40° . პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2 ჯერ დღეში, კურსი 6-8 დღე.
თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ჩამობანვას არ საჭიროებს.

კარგ შედეგს იძლევა, უშუალოდ ძილის წინ, 5 წუთით 5-10 მლ. ოქროს ნანო კოლოიდის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღება. ოქროს ნანო კოლოიდით ამშვიდებს ნერვულ სისტემის და აუმჯობესებს ძილის, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, ნახევარი საათის ინტერვალით მიიღება ვერცხლის ნანო კოლოიდი .

შინაგანად მიიღება მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა და მოლისანი ელექქსირი.

მოსალოდნელი შედეგი: დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ დაავადებული ადგილები სუფთავდება, წარმოიშვება კანის სუფთა, ვარდისფერი არეები. თანდათან სირსველი ქრება. ხშირად საკმარისია მკურნალობის 3-4 ციკლი. შველას გრძნობს ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მკურნალობის პროცესში უნდა ვერიდოთ ცხარე საკვებს, განსაკუთრებით შებოლილ, დაშაშხულ პროდუქტებს, ალკოჰოლს. არ მოწიოთ, ეცადეთ არ ინერვიულოთ.

ეგზემა

მკურნალობამდე, დაზიანებული ადგილები დაიორთქლეთ (გაიკეთეთ ცხელი საფენი), რის შემდეგ დაასველეთ მოლისანით და მიეცით გაშრობის საშუალება. პროცედურები გაიმეორედ კვირის განმავლობაში ან უფრო რანგრძლივად. ჩვეულებრისამებრ დაზიანებული ადგილები უნდა შეხორცდეს 5-6 დღეში, ზოგჯერ უფრო მალე.

ოთხივე შემთხვევაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას, და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას მოლისანი პირველის და ცოცხალი წყალის მიღება. მოლისანი პირველი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას. მოლისანი პირველი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, 15-20 მლ. დღეში სამჯერ. დილით უზმოზე, შუადღეს, ჭამამდე 30წ. ადრე, და საღამოს, 30 წუთით ადრე დაძინებამდე.

როგორ შევათბოთ მოლისანი? მოლისანის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ფინჯანში, და ჩადგით ცხელ წყალში, ამ შემთხვევაში მოლისანის აქტიურობა მნიშვნელოვნად იმატებს, მაგრამ გაცხელბული მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის საჭირო რაოდენობა.

პროდუქტების კატალოგი ექიმის კონსულტაცია

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი