სრული გამოხმაურება არქივშიბრავო oyo ძალიან კმაყოფილი ვარ ჰიალურონის ტონიკით. მიუხედავად იმისა რომ სულ ახალია ბაზარზე, მისი მახასიათებლები სრულიად ამართლებს. მადლობა ესეთი კარგი პროდუქციისთვის.
OYO — მოლისანის შვილობილი კომპანიის კოსმეტიკა
OYO — ჰიალურონის ტონიკი
სახის კანის წმენდა და ხანგრძლივი დატენიანება.
სრული აღწერააირჩიეთ შეფუთვა
შემდეგ შეამოწმებთ კალათას და შეავსებთ თქვენს მონაცემებს. WhatsApp-ში გადახვალთ მხოლოდ ფორმის შევსების შემდეგ. მიწოდების ფასი ჯამში არ შედის.
ხელმისაწვდომობა და მიწოდების პირობები დააზუსტეთ შეკვეთამდე.
ინფორმაცია პროდუქტზე
აღწერილობა
სახის სუპერდამატენიანებელი და გამწმენდი ჰიალურონის ტონიკი შესანიშნავად წმენდს, არბილებს, კვებავს და დიდი ხნის მანძილზე ატენიანებს კანს. აშორებს მას აქერცლილ საფარს, აქრობს აკნესგან დარჩენილ ლაქებს, მატებს სიმკვრივესა და ელასტიურობას. აუმჯობესებს კანის ფერს, ავსებს ფორებს და ასწორებს მასზე არსებულ ნაოჭებს.
შემადგენლობა
მოლისანის წყალი, სოდიუმ ჰიალურონატი, დაბალი სიმკვრივის ჰიალურონის მჟავა, საქარიდ იზომერატი, ლამინარიას ექსტრაქტი, მცენარეული გლიცერინი, ბულგარული ვარდის ზეთი (Damascena).
გამოყენების წესი
პირის დაბანის შემდეგ, ჰიალურონის ტონიკში დასველებული მრგვალი ბამბით გაიწმინდეთ სახის კანი, დაელოდეთ შეწოვას.
ჰიალურონის მჟავის შემცველი საშუალებები უნდა დაიტანოთ ნოტიო კანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება უკუეფექტი — სიმშრალე და დაჭიმულობა.
უკუჩვენებები
მიუხედავად იმისა, რომ ჰიალურონის ტონიკი არ შეიცავს ხელოვნურ ქიმიურ ნივთიერებებს, ექიმის რეკომენდაციით მისი გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ალერგიული ტესტის ჩატარება: კანის მცირე უბანზე დაიტანეთ ჰიალურონის ტონიკი და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ გამოვლინდა რაიმე გაღიზიანება ან სიწითლე, თამამად წაისვით კრემი სახეზე.
მომხმარებელთა გამოცდილება
გამოხმაურებები პროდუქტზე
სრული გამოხმაურება არქივშიჰიალურონის ტონიკით ძალიან კმაყოფილი ვარ.
სრული გამოხმაურება არქივშიГрузинская косметика высшего качества - в этом сомнений нет ☝️. Приобрела тоник с гиалуронкой и взяла попробовать крем. Тоник супер! 👌
სხვა გამოხმაურებები (2)
სრული გამოხმაურება არქივშისახის ტონიკი დამატენიანებელი, ჰიალურონის, ეს არის სასწაული, მართლაც ლამაზი ქალის არჩევანი.
სრული გამოხმაურება არქივშიოიოს ჰიალურონის ტონიკი არაჩვეულებრივად წმენდს და ატენიანებს კანს, აქრობს აქერცვლას. ეკონომიის მიზნით, მე სახეს მოლისანის ლოსიონით ვიწმინდავ, და მხოლოდ მერე ვიყენებ ტონიკს, ველოდები მის შეწოვას, რომელიც ხდება ძალიან სწრაფად, 2-3 წუთში. სხვათა შორის, თუ ტონიკის შემდეგ გამოიყენებთ ოიოს ვარდის ზეთს ნაოჭებისთვის, შემცირდება კანის ფორების გამოხატულობა. როგორც ჩანს, დატენიანება რეალურად ძლიერია.




