ექსტრაქტებიპერუანული მაკიფოტოს გადიდება +

ექსტრაქტები

პერუანული მაკი

ლიბიდოს მხარდასაჭერად.

სრული აღწერა

აირჩიეთ შეფუთვა

ჯამი50 ₾
კალათაში დამატება

შემდეგ შეამოწმებთ კალათას და შეავსებთ თქვენს მონაცემებს. WhatsApp-ში გადახვალთ მხოლოდ ფორმის შევსების შემდეგ. მიწოდების ფასი ჯამში არ შედის.

ხელმისაწვდომობა და მიწოდების პირობები დააზუსტეთ შეკვეთამდე.

ინფორმაცია პროდუქტზე

აღწერა

პერუანული მაკი — ჯანმრთელობა და მამაკაცური ძალა. პერუანული მაკი იზრდება პერუს, ბოლივიისა და არგენტინის მაღალმთიან რაიონებში, საიდანაც მიიღო თავისი სახელწოდება. სხვა ქვეყნებში მაკის კულტივირება წარუმატებლად დასრულდა – ის არ იძლევა ბოლქვებს, რომლებიც სამკურნალო საშუალებად გამოიყენება.

შემადგენლობა

ორგანული პერუანული მაკი (Maca root) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).

პერუანული მაკის სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს თესლის ხარისხს. ამ მცენარის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები აუმჯობესებენ სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც დადებითად მოქმედებს უნაყოფობის პროფილაქტიკაზე. ასევე მაკი ზრდის თესლის რაოდენობას, რაც აუცილებელია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ოლიგოსპერმია.

ტიოციანატების და გლიკოზილატების გამო მაკის გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ეს ნივთიერებები ღვიძლის ქსოვილებში კრავენ ტოქსიკურ ელემენტებს, რაც ხელს უწყობს ანტიოქსიდანტურ ზეგავლენას ორგანიზმზე.

მცენარე ფართოდ გამოიყენება აფროდიზიაკის სახით. ზრდის სექსუალურ ლტოლვას, მცენარის აქტიური კომპონენტები ატონიზირებენ ორგანიზმის სასქესო უჯრედებს, დადებითად მოქმედებენ წინამდებარე ჯირკვალზე. ბიოაქტიური ნივთიერებები ზრდიან ლიბიდოს მამაკაცებსა და ქალებში. გარდა ამისა, პერუანული მაკის ექსტრაქტს შეუძლია ორგანიზმის რეპროდუქტიული ფუნქციის გაუმჯობესება. აახალგაზრდავებს კანს, ანელებს სიბერის პროცესებს.

მაკის ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტებს შეუძლიათ ქალების ჰორმონების სტაბილიზირება, განსაკუთრებით პმს-ის პერიოდსა და მენოპაუზის დროს.

მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: არ არებობს მაკის მიღების რეკომენდირებული დოზა, მაგრამ ექსპერტების თქმით, ადამიანების უმრავლესობა გრძნობს თავს გაცილებით უკეთ, თუ იწყებს მიღებას 1-2 კაფსულით დღეში და ზრდის პორციას 4-6 კაფსულამდე დღის განმავლობაში. მაკი ზრდის ენერგიასა და სასიცოცხლო ძალებს, ამიტომ ადამიანების უპირატესობას ურჩევნია მისი მიღება ფიზიკური დატვირთვამდე. ანდების მოსახლეობა ყოველდღე მოიხმარდა დაახლოებით 20 გრ მაკის ფესვს საკვებთან ერთად.

უკუჩვევები: ორსულობა, ლაქტაცია, პროსტატის ჰიპერტროფია

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

დამატებით ინფორმაცია: კვებითი ღირებულება 100 გრ
ენერგეტიკული ღირებულება – 1564 კჯ/ 369 კკალ
ცხიმები – 1,3 გრ
ნახშირწყლები – 76 გრ, მათ შორის შაქარი – 24 გრ
საკვები ბოჭკო – 6,7 გრ
ცილები – 10 გრ

გამოხმაურებები

გაეცანით მოლისანის მომხმარებელთა გამოცდილებას საერთო არქივში.

გამოხმაურებების არქივი

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი