საინფორმაციო მასალა

კანის მოვლა

ინტენსიური მოხმარება მკურნალობს მიზნით

ყოველდღე, დღეში 5-6 ჯერ, ან მეტი კანი დაამუშავეთ მოლისანი ლოსიონში დასველებული ბამბა-დოლბანდის ტამპონით, კანის გაშრობის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. მეტი ეფექტურობისთვის 15-20წ. გაიკეთეთ 42°-მდე შემთბარი მოლისანის კომპრესები (მოლისანი ჩაასხით ფინჯანში და ჩადგით ცხელ წყალში. მოამზადეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა, შემთბარი მოლისანი არ ინახება). ჩამობანვას მოლისანი არ საჭიროებს.

ინტენსიური მკურნალობის დროს შინაგანად მოლისანი ელექსირი ან მოლისანი დეტოქსი და დიდი რაოდენობით ცოცხალი წყლი ან გაფილტრული ონკანის წყალი მიიღება. მოლისანი დეტოქსი გამოდევნის ორგანიზმიდან მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს. ათავისუფლებს სისხლს, ღვიძლს და მთელ ორგანიზმს არსებულ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან და მათი ტოქსინებიდან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას, მოქმედებს უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას ბუნებრივი გზით. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, შუადღეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და საღამოს ძილის წინ.

დილით უზმოზე მოლისანი ელექსირის (ან დეტოქსის) მიღების შემდეგ დალიეთ 2-3 ჭიქა 50-60° გრადუსამდე შემთბარი ცოცხალი წყალი, დალიეთ ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით. დღის განმავლობაში კი ცოცხალი წყალი მიიღება მინიმუმ 2 ლიტრი, ოთახის ტემპერატურის.

👉 გაითვალისწინეთ რომ, მოლისანი ელექსირის (ან დეტოქსის) და ცოცხალი წყალის მიღება თავს აგვაცილებს გამონაყარის გაუარესებას, რაც აღინიშნება (და ეს მოლისანის ბუნებრივი ეფექტია) მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედების გამო წიდები და შხამები ვერ ტოვებენ ორგანიზმს ბუნებრივი გზით და გროვდებიან კანქვეშ.

სტაფილოკოკური ინფექციის შემთხვევაში, მოლისანის ინტენსიური გამოყენებისას, შინაგანად საჭიროა დღეში ორჯერ, დილით უზმოზე, (ჭამამდე 30 წუთით ადრე) და უშუალოდ ძილის წინ, 5 მლ. ბუნებრივი ანტიბიოტიკის ვერცხლის ნანო კოლოიდის და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულის მიღება. ოპტიმალური შეწოვისათვის ვერცხლის ნანო კოლოიდი დააყოვნეთ 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. ცოცხალი წყალი.

პაპილომა ვირუსის დროს მოლისანი გამოიყენება საფენების სახით, საფენი გაჯღენთილი მოლისანით მაგრდება პაპილომაზე პლასტირით რამოდენიმე დღით (პერიოდულად ასველბთ, რომ არ გაშრეს), სანამ პაპილომა არ მოხმება. პატარა (ერთ მილიმეტრამდე) პაპილომების მოსაშორებლად საკმარისია კანის დამუშავება (მოლისანის შეშხურებით ან ბამბით წასმით) დღეში 5-6 ჯერ. ორივე შემთხვეაში შინაგანად მიიღება მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა რომელიც ხელს უწყობს პაპილომების გაქრობას.

მოხმარება პროფილაქტიკის მიზნით

პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება მოლისანი (ცხიმიანი და შერეული კანისთვის) ან მოლისანი ალოე ვერა (მშრალი და შერეული კანისთვის).

დღისა და ღამის ჩვეულებრივი დაბანვის შემდეგ სასარგებლოა სახის, კისრის, მკერდის და ხელების მოლისანში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმენდა, რათა გასუფთავდეს იგი ატმოსფერული დაბინძურებისაგან, ცხიმისაგან და მკვდარი უჯრედებისაგან. მიეცით მას აორთქლების საშუალება, რათა კანი გახდეს ელასტიური და მკვრივი.

მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.

დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).

გამოიყენეთ მოლისანი და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.

პროდუქტების კატალოგი ექიმის კონსულტაცია

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი