საინფორმაციო მასალა

ნაწოლები, ტროფიკული წყლული

betlem detox

მიიღეთ რეკომენდაცია ოჯახის ექიმისგან | ტელ: 032 214-10-10

ამ დაავადებების მკურნალობისას შინაგანად დღეში 2-3-ჯერ, 3-4 კვირის მანძილზე მიიღება მოლისანი დეტოქსი.

მოლისანი დეტოქსი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. არეგულირებს სისხლძარღვების გამტარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვებისა და კლაპანური აპარატის გლუვ კუნთებს: ასტიმულიებს ლიმფოვენურ ჰემოდინამიკას, ხსნის სისხლის შეგუბებას (სტაზს), გამოდევნის თირკმელების, ნაწლავების, ფილტვების, კანის მეშვეობით მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს, ასწორებს ელექტრომაგნიტურ ჰომეოსტაზს. მოლისანი დეტოქსი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. და ძილის წინ.

როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, უშუალოდ ძილის წინ სუბლინგვურად (დააყოვნეთ 5 წუთი ენის ქვეშ და მერე გადაყლაპეთ) მიიღება 5-10 მლ. ვერცხლის ნანო კოლიდი.

ნაწოლები - კანის უბნის დაზიანება
ნაწოლები ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი მოლისანით და მიეცით შეშრობის საშუალება. ავიღოთ დოლბანდი, დავასველოთ მოლისანი ბეთლემში, დავიფინოთ ნაწოლზე. ჩირქის წარმოშობის შემთხვევაში პროცედურა მეორდება (ისევე როგორც ჩირქოვანი ჭრილობის მკურნალობისას). პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია დაწვეს სელის ლეიბზე. ნაწოლის ქვეშ უფენენ სელის თესლებიან ტომარას (ჭრილობამ რომ უკეთ ისუნთქოს). ერთი ციკლი განისაზღვრება 6 დღით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მკურნალობის ამ მეთოდის შედეგად ნაწოლები ხორცდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული, ქიმიური წამლებით მკურნალობისას.

ტროფიკული წყლული, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობა.
მოლისანი კლასიკური ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.

ჩირქოვანი ღრუს გახსნისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ, გამოიყენება პატარა ოყნა და ჭრილობა მუშავდება თბილი მოლისანითთ (2-3 წუთი), შემდეგ ედება სტერილური, მოლისანით დასველებული ტამპონი.

ნახვევი შეიძლება შეიცვალოს დღეში 2-ჯერ. მე-3 დღიდან, ჭრილობა მუშავდება მოლისანით 3-5 წუთით. დამუშავების შემდეგ, ტამპონი ჭრილობაში შეიძლება დარჩეს 24 საათით. მე-4, მე-5 დღეს ჭრილობა მუშავდება მოლისანით ტამპონის გარეშე.

უკვე ერთი დღის შემდეგ, ჭრილობაში მცირდება ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების რაოდენობა, ქრება ლპობის სუნი. დიდი ჭრილობების შეხორცება იწყება მე-2 მე-3 დღიდან. ძველი ტროფიკული წყლულები ხორცდება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პროდუქტების კატალოგი →ექიმის კონსულტაცია →

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი