საინფორმაციო მასალა
თმის ცვენა, სებორეა, ფსორიაზი
მიიღეთ რეკომენდაცია ოჯახის ექიმისგან | ტელ: 032 214-10-10
მოლისანი:
ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს და აჯანსაღებს თმის
ბოლქვებს. აჩერებს თმის ცვენას (ალოპეცია, ბუდობრივი თმის ცვენა) და ნაადრევ
გაჭაღარავებას. მოლისანი გამოიყენება თმის ცვენის და ცხიმოვანი სებორეის დროს
მოლისანის გამოყენების წესი:
საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში უნდა შეიზილოთ მოლისანი.
მოლისანი შეზელვა აჯანსაღებს და აღადგენს დაზიანებულ კანს (ანოლოგიურად გამოიყენება ფსორიაზის
დროსაც).
რეკომენდირებულია შეზელვის ასეთი მეთოდი: თავის ერთ მხარეს სავარცხლით გადავწიოთ თმები და მოლისანით
დასველებული ბამბით კარგად გადავწმინდოთ თავის კანი, და ასე თანმიმდევრულად, სანამ არ დავამუშავებთ
თავის მთელ კანს.
მერე მთელ თავზე გადაეფარება პოლიეთილენი ან პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. მოლისანის
ტემპერატურა1 40°. პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2 ჯერ დღეში, კურსი 6-8 დღე.
თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ჩამობანვას არ საჭიროებს.
მგძნობიარე კანისთვის შესაძლებელია მოლისანის განზავება თბილ ანადუღარ წყალში 2/1 (2 ნაწილი
მოლისანი 1 ნაწილი წყალი). გაითვალისწინეთ, რომ განზავება ასუსტებს მოლისანის ეფექტურობას.
კარგ შედეგს იძლევა, უშუალოდ ძილის წინ, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკის, 5 წუთით 5-10 მლ.
ვერცხლის ნანო კოლოიდის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღება.
მეტი ეფექტურობისათვის სასარგებლოა მოლისანით მასაჟის გაკეთება. რამდენიმე წუთის განმავლობაში
თითების ძლიერი მოძრაობით თავის კანზე კეთდება მასაჟი. ის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას
აუმჯობესებს და მოლისანის მოქმედებას აძლიერებს.
მშრალი სებორეის დროს:
გამოიყენეთ მოლისანი ალოე ვერა. მოლისანი ალოე ვერა დადებითად მოქმედებს თმაზე და გვეხმარება
გამელოტებასთან ბრძოლაში. რევიტალიზაციის თვისების მეშვეობით ალოე „აღვიძებს“ მძინარე თმის
ფოლიკულებს, იწვევს თმის ზრდის სტიმულირებას და ამის მეშვეობით აუმჯობესებს მის სიხშირეს.
აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ამაგრებს თმის
ძირებს და აქრობს ქერტლს. კვებავს დაზიანებულ მტვრევად თმას. აჩერებს თმის ცვენას (ალოპეცია) და
ნაადრევ გაჭაღარავებას.
მოსალოდნელი შედეგი:
სებორეა - ქრება ქავილი, თანდათანობით შორდება კანის საფარველის ანთება, მცირდება ცხიმიანობა და
თმის ცვენა. ვისაც აქვთ მიდრეკილება მაღალი წნევისაკენ, უნდა აკონტროლოს წნევა.
ფსორიაზი - დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ დაავადებული ადგილები სუფთავდება, წარმოიშვება კანის სუფთა,
ვარდისფერი არეები. თანდათან სირსველი ქრება. ხშირად საკმარისია მკურნალობის 3-4 ციკლი. შველას
გრძნობს ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი.
1 მოლისანის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ჭიქაში და ჩადგით ცხელ წყალში, რომ შეთბება გამოიყენეთ.
შეათბეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა, გაითვალისწინეთ რომ შემთბარი მოლისანი არ ინახება.
